მიწოდება
საკურიერო მომსახურება / მიწოდების ვადები
ჩვენი კომპანია რამდენიმე საკურიერო კომპანიასთან თანამშრიმლობს. თბილისის მასშტაბით, ნითების მიწოდება ხდება კომპანია ვენგოუს საშუალებით, ხოლო რეგიონებში იგზავნება საქართველოს ფოსტით. საზღვარგარეთ გზავნილების ტრანსპორტირებას უზრუნველჰყოფს: ბოქსეტი, ჯიფლექსი, ინექს გრუპი, საქართველოს ფოსტა
თბილისში მიწოდების ვადაა, შეძენიდან მეორე სამუშაო დღე ან მომხმარებლის მოთხოვნით, მისთვის სასურველი თარიღი. თუ მომხმარებელმა არ უპასუხა კურიერის ზარს, საკურიერო კომპანია გვატყობინებს ჩვენ და ვცდილობთ, ჩვენი რესურსით დავუკავშირდეთ ადრესატს. თუ კვლავ ვერ მოხდა მასთან კავშირის დამყარება, გზავნილის ჩაბარენა გადადის შემდგომ სამუშაო დღეზე.
ჩვენი ქვეყნის რეგიონებში იგზავნება საქართველოს ფოსტით, შეძენიდან იმავე ან მეორე სამუშაო დღეს და ფოსტის სტანდარტული განრიგის გათვალისწინებით, ამანთი დანიშნულების ადგილზე 2-3 სამუშაო დღეში ჩადის.
საფოსტო გზავნილზე განსათავსებელი დემოგრაფიული მონაცემების მოწოდება, ხდება მომხმარებლის მიერ, რომლის სიზუსტე და უტყუარობა, დამკვეთის პრეროგატივაა. თუ ინფორმაცია არასწორადაა მითითებული გზავნილზე, საქართველოს ფოსტის შემთხვევაში, გზავნილი ვერ ბარდება ადრესატს და უკან გვიბრუნდება.
საფოსტო/საკურიერო მომსახურების ტარიფი განისაზღვრება ნივთის მოცულობისა და დანიშნულების ადგილის მიხედვით. ამიტომ, ტარიფის დაზუსტება უნდა მოხდეს ჩვენთან კომონიკაციის შედეგად. ჩვენ ვამოწმებთ ფოსტის ან სხვა გადამზიდი კომპანიის იმჟამინდელ ტარიფს, შესაძენი ნივთის წონის გათვალისწინებით და უახლეს ინფორმაციას ვაწვდით მოხმარებელს.
ტარიფი
თბილისის მასშტაბით, ნებისმიერი ნივთის მიწოდების საფასურია: 5 ლარი.
რეგიონში, მცირე პაკეტის გაგზავნის საფასურია 8 ლარი, ხოლო მოზრდილი ამანათის (სუვენირის) - 17 ლარი.
საზღვარგარეთ გზავნილის ტარიფი დამოკიდებულია, ნივთების მოცულობაზე, წონაზე და დანიშნულების ადგილზე.
შეფუთვა
რეგიონში ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ამანათი განსაკუთრებულად იფუთება სპეციალურ, რბილ მასალაში, როგორც შიგნიდან ასევე გარედან.
ხდება საფოსტო კომპანიის გაფრთხილებაც, რომ გზავნილი სათუთია და შესაძლოა დაზიანდეს.
უკან დაბრუნება
კომპანიას არ აქვვს უკან დაბრუნების პოლიტიკა, რადგან უკვე გახსნილი და უკან დაბრუნებული საკვები პროდუქტი, გახფუთვისა და ჰერმეტიკის დარღვევის შემდეგ, სხვა მომხმარებელს ვეღარ გადაეცემა.
კომპანია პასუხისმგებელია მისი მხრიდან გაგზავნილი პროდუქტის მაღალ ხარისხსა და უვნებლობაზე.