წესები და პირობები
ზოგადი განმარტებები
ჩვენ - იგლუსიხმება კომპანია მარილა
მომხმარებელი/მომხმარებლები - კომპანია მარილას მომხმარებლები, რომლებიც ჩვენს პროდუქციას იძენს.
მომსახურება / მომხმარებელზე ზრუნვა
ჩვენი ბრენდისთვის, მომხმარებელი არის ყოველთვის უმაღლეს საფეხურზე, შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანია არა მხოლოდ კმაყოფილი არამედ, ბედნიერი მომხარებლები, რომლებიც პირველი შეძენის შემდეგ, არაერთხელ გვიბრუნდებიან.
თუ მომხმარებელს გაუჩნდა უკმაყოფილება, რომელიმე საკითხთან დაკავშირებით, არასდროს ვეძებთ დამნაშავეს! გადავდივართ საკითხის მყისიერ მოგვარებაზე და არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ აღნიშნული შემთხვევა გადაწყდეს მომხმარებლის სასიკეთოდ, (იშვიათი გამონაკლისის გარდა), მიუხედავად იმისა, რომ ამ გარემოების გამო, ჩვენს კომპანიას შესაძლოა, დამატებითი ხარჯის გაწევა მოუწიოს.
პასუხისი გაცემა ხდება მოწერიდან რამდენიმე წუთში, არაუგვიანეს 2 საათის განმავლობაში.
ყოველთვის ვცდილობთ, რომ მათ მოლოდინებსა და იმედებს გადავაჭარბოთ. ამას ვახერხებთ სასიამოვნო კომინიკაციით, ოპერატიულობითა და პროდუქციის მაღალი ხარისხით.
ჩვენთვის ყველაზე მთავარი, საუკეთესო ემოციების გადაცემაა და მხოლოდ ამის შემდგომ, ნაკეთობების რეალიზაცია.
შენახვისა და გამოყენების წესი
ვინაიდან, მარილას ძირითადი ბაზა არის მარილი, საურველია მოარიდოთ ნესტს და არ დატოვოთ ქილა ახდილი, რათა არ მოხდეს მისი დანესტიანება და არომატების დათრგინვა. შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას. გამოყენებამდე, შეანჯღრიეთ ბოთლი, რათა კარგად შეიგრძნოთ მისი არომატი.
ნუ მიიღებთ გადაჭარბებული დოზით.
ჩვენი პასუხისმგებლობა
ჩვენს გვერდებზე გამოყენებული ფოტო-ვიდეო მასალა და ტექსტი, არ შეიცავს არასწრულწლოვანთა ან ორსულთათვის საზიანო ინფორმაციას.
ჩვენს პლატფორმებზე გამოყენებული ყველა ფოტო, რომელზეც გამოსახულია პიროვნება, შეთანხმებულია მფლობელებთან, ან აღებულია საჯაროდ გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან.
კომპანია პასუხისმგებელია, ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე. თუ რომელიმე ტექსტის აუთენტურობაში შესაძლებელია ეჭვის შეტანა, მოდავე ვალდებულია, წარმოადგინოს სანდო წყაროებიდან აღებული მტკიცებულება, როემლიც დაასაბუთებს ჩვენს ცდომილებას.
ფოტოები
ჩვენს პლატფორმებზე განთავსებული ფოტოები გადაღებულია პროფესიონალურ დონეზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა ხელსაწყოს ეკრანიდან (მობილური ტელეფონი, პადი, ლეპტოპი, პერსონალური კომპიუტერი და სხვ.) შესაძლოა, ფერები სხვადასხვაგვარად იყოს აღქმული. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პროდუქციის ხარისხი მაქსიმალურად ახლო რაკურსით წარმოვაჩინოთ.
ჩვენს პოლიტიკას ეწინააღმდეგება!
აკრძალულია ნაკეთობების დიზაინის, კონცეფციის, იდეის, შეფუთვის სტილის, ტექსტებისა და ფოტოების კოპირება ან მიმსგავსება. თითოეული ნაკეთობა საავტოროა და შეიცავს დიდ ფიზიკურ და ინტელექტუალურ რესურსს.
აკრძალულია ჩვენთან შეძენილ ნივთებზე კომპანიის ლოგოტიპის მოხსნა ან სხვა ბრენდის სახელით გადაყიდვა მესამე ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე.
აკრძალულია, ჩვენი ნივთების ან მათი ფოტოების Emocia Wines-ის ნებართვის გარეშე განთავსება სხვადასხვა ფიზიკურ თუ ონლაინ მაღაზიაში, ასევე სოციალურ ქსელებში.
კომპანიის უფლებები
მიუხედავად მომხარებლის უდიდესი პატივისცემისა, კომპანია იტოვებს უფლებას, რომ არ გაუწიოს მომსახურება, დაბლოკოს უხამსი და მიუღებელი კომენტარები და მათი ავტორები, რომელიც სხვა პირებს ან Emocia Wines-ის ღირსებას შეურაცჰყოფს.
კომპანიის მისია
მარილას მიზანია, მსოფლიოს წარვუდგინოთ საქართველო, როგორც ღვინის და ასევე, ქვევრის ღვინისგან შექმნილი მარილის სამშობლო. გვსურს გავაცნოთ უნიკალური, ქართული ქვევრი, რომელიც ჩვენი იდენტობის სიმბოლო და UNESCO-ს მიერაა დაცული და ჩვენი მრავალფეროვანი გასტრონომია.
ჩვენი მისიაა ბევრი ბედნიერი მომხმარებელი, რომლებიც გემრიელად მიირთმევან ღვინის მარილს და ჩვენთან განცდილ საუკეთესო გამოცდილებას, ბევრ მეგობარს უზიარებენ.
გვინდა, რომ ჩვენი შექმნილი ღვინის მარილი ასოცირდებოდეს არამხოლოდ საკვებთაბ, არამედ საქართველოსა და ღვინის თემატიკით არსებულ, ყველაზე ხარისხიან და სასურველ საჩუქართან, რომელსაც უბრალო ნივთზე მეტად, გაცილებით დიდი ემოციური დატვირთვა აქვს.
ჩვენი მისიაა: მრავალწლიანი, პარტნიორული ურთიერთობა ჩვენს მოხმარებელთან, იგივე ხარისხისა და განწყობის შენარჩუნებით, რის გამოც გამოგვარჩიეს სხვებში და გვენდნენ.
სავაჭრო ნიშანი
მარილას სავაჭრო ნიშანი და დამზადების მეთოდი დარეგისტრიებული და დაცულია საქპატენტის მიერ!
კონტაქტი
ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია ყველა საკომუნიკაციო არხით, როგორიცაა მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, Face Book მესინჯერი, Instagram, WatsApp, Viber, ვებ გვერდი. ყველა საკონაქტო ინფორმაცია საჯაროა და განთავსებულია ჩვენს პლატფორმებზე, ასევე გუგლის საძიებო სისტემაში.
საუკეთესო ემოციებით,
მარილას გუნდი.